Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,ვახტანგ გორგასალი და ქვეყნის აღმშენებლობა V საუკუნეში.

პროექტის მთავარი იდეა: გავაცნო ბავშვებს, როგორ იღწვოდა მეფე ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის.

პროექტის აქტუალობა: ვახტანგ გორგასალი იყო, როგორც დიდი მხედართმთავარი, ასევე მშენებელი და საქართველოს გამაერთიანებელი. დიდი მორწმუნე და სწორუპოვარი მამულიშვილი.

პროექტის მიზნები: კიდევ უფრო მეტად ახლობელი და სათაყვანო გავხადო მეფის პიროვნება ბავშვებისათვის.

მოსწავლეთა ასაკი: 7-8-9 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 8 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
ჩავატარებ ხატვის კონკურსს თემაზე: ,,მოგზაურობა ვახტანგ გორგასლის ეპოქაში“.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლევან სანიკიძის ,,წიგნი მოწამეთა“, ქაღალდი, სახატავი რვეული, ფერადი ფანქრები, ფლომასტერი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

კლასს დავყოფ ჯგუფებად. I ჯგუფს დავავალებ გაეცნონ ლევან სანიკიძის „წიგნი მოწამეთას“ და გააკეთონ პრეზენტაცია „ვახტანგ გორგასლის“ მიერ აგებულ ეკლესია-მონასტრებზე.(1დღე).

II დღე : გააკეთონ პრეზენტაცია მოძიებულ მასალებზე.

III დღე: საუკეთესო პრეზენტაციას ავტვირთავთ კომპიუტერში



V საუკუნეში დიდი აღმშენებლობა გაიმართა მცხეთის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით. ვახტანგ მეფემ იწყო ზრუნვა აქაური ციხე-ქალაქების გამაგრებასა და აშენებაზე. უპირველესად დაასრულა სატახტო ქალაქის უჯარმის მშენებლობა



თბილისიდან მაღლობზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აღმართა ტაძარი. გააძლიერა ქალაქები: ნეკრესი,  კამბეჩოვანი, ხორნაბუჯი.



ეკლესიები: ნინოწმინდის, ჭერემის, ნიქოზის.

ჭერემი


ნინოწმინდა


ნიქოზი


  
II ჯგუფს დავავალებ კომპიუტერულ პროგრამაში  მოიძიონ ვახტანგ მეფის მიერ აგებული ეკლესიების და ქალაქების სურათები.



III ჯგუფს დავავალებ მოძიებული მასალების საფუძველზე ჩატარდეს ხატვის კონკურსი
თემაზე: „მოგზაურობა ვახტანგ გორგასლის ეპოქაში“ და გაუწევ კონსულტაციას, ხოლო საუკეთესო ნახატის ავტორს წავახალისებ



საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

III.4 .მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.

III.7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია არობელიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: arobelidzelia@gmail.com