პროექტის
სახელწოდება: ,,ვახტანგ გორგასალი
და ქვეყნის აღმშენებლობა V საუკუნეში.
პროექტის
მთავარი იდეა: გავაცნო ბავშვებს, როგორ იღწვოდა
მეფე ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის.
პროექტის
აქტუალობა: ვახტანგ გორგასალი იყო, როგორც დიდი მხედართმთავარი, ასევე მშენებელი და
საქართველოს გამაერთიანებელი. დიდი მორწმუნე და სწორუპოვარი მამულიშვილი.
პროექტის
მიზნები: კიდევ უფრო მეტად ახლობელი და სათაყვანო გავხადო მეფის პიროვნება ბავშვებისათვის.
მოსწავლეთა
ასაკი: 7-8-9 წელი.
ვადები/
ხანგრძლივობა: 8 დღე.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
ჩავატარებ
ხატვის კონკურსს თემაზე: ,,მოგზაურობა ვახტანგ
გორგასლის ეპოქაში“.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასს
დავყოფ ჯგუფებად. I ჯგუფს დავავალებ გაეცნონ ლევან სანიკიძის „წიგნი მოწამეთას“ და
გააკეთონ პრეზენტაცია „ვახტანგ გორგასლის“ მიერ აგებულ ეკლესია-მონასტრებზე.(1დღე).
II
დღე : გააკეთონ პრეზენტაცია მოძიებულ მასალებზე.
III
დღე: საუკეთესო პრეზენტაციას ავტვირთავთ კომპიუტერში
V
საუკუნეში დიდი აღმშენებლობა გაიმართა მცხეთის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით. ვახტანგ
მეფემ იწყო ზრუნვა აქაური ციხე-ქალაქების გამაგრებასა და აშენებაზე.
უპირველესად დაასრულა სატახტო ქალაქის უჯარმის მშენებლობა
თბილისიდან
მაღლობზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აღმართა ტაძარი. გააძლიერა ქალაქები: ნეკრესი, კამბეჩოვანი, ხორნაბუჯი.
ეკლესიები:
ნინოწმინდის, ჭერემის, ნიქოზის.
ჭერემი
ნინოწმინდა
ნიქოზი
II
ჯგუფს დავავალებ კომპიუტერულ პროგრამაში მოიძიონ
ვახტანგ მეფის მიერ აგებული ეკლესიების და ქალაქების სურათები.
III
ჯგუფს დავავალებ მოძიებული მასალების საფუძველზე ჩატარდეს ხატვის კონკურსი
თემაზე:
„მოგზაურობა ვახტანგ გორგასლის ეპოქაში“ და გაუწევ კონსულტაციას, ხოლო საუკეთესო
ნახატის ავტორს წავახალისებ
საგნებთან
/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
III.
2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
III.4
.მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
III.7.
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია არობელიძე.
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: arobelidzelia@gmail.com